ბიოგრაფია: ჰიტკლიფ ენდრიუ ლეჯერი 1979 წლის 4 აპრილს დაიბადა ქალაქ
პერტში(დასავლეთი ავსტრალია). მისი დედა – სელი ლეჯერ ბელი, ფრანგული ენის
მასწავლებელია, მისი წინაპრები შოტლანდიური კემბელების გვარის
წარმომადგენლები იყვნენ; მამა – კიმ ლეჯერი, ავტომრბოლელი და მთის ინჟინერი
პერტში ცნობილი ოჯახიდანაა. ჰიტს და მის დას კეტრინს მშობლებმა ემილია
ბრონტეს რომანის 'Wuthering Heights' გმირების სახელები დაარქვეს. მშობლები
განქორწინდნენ, როდესაც ჰიტი 10 წლის იყო, ბიჭი დედასთან დარჩა, მაგრამ
მამასთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებდა.
ბიჭებისთვის განკუთვნილ
გილფორდის გრამატიკულ სკოლაში სწავლის დროს სწავლისას ჰიტკლიფი აქტიურად
დადიოდა სპორტზე სკოლის ხოკეის გუნდში, ცეკვით იყო გატაცებული, და თან
კიდევ სკოლის თეატრალურ სტუდიაში თამაშობდა. 15 წლის ასაკში ის სკოლის
სამსახიობო გუნდის ხელმძღვანელი გახდა, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა
შეჯიბრებებში და ბოლოს და ბოლოს სამსახიობო პროფესიით წასულიყო არჩია. 17
წლის ასაკში, სკოლის დამთავრების შემდეგ, ჰიტი მეგობართან ერთად სიდნეიში
გაემგზავრა, ქალაქში, სადაც მისი სიტვებით ყველა ოცნება სრულდება. 1996
წელს მან მიიღო ველოსიპედისტი–გეის როლი სატელევიზიო სერიალში ახალგაზრდა
სპორტსმენებზე 'ოფლი', მისი ნამუშევარი შეამჩნიე, და 1997 წელს ლეჯერმა
მონაწილეობა მიიღო ფილმში მოზარდების ცხოვრებაზე 'Blackrock'. ამ
ნამუშევრების დახმარებით ის ავსტრალიაში საკმაოდ ცნობილი ხდება, და ის
დაპატიჟეს აშშ–ში გადაღებებზე, კომპანია Fox სერიალში 'Roar'. 1999 წელს
მსახიობმა კინოაგენტი შეიძინა ჰოლივუდში და ახალი როლები მიიღო: ჯერ შავ
კომედიაში 'Two Hands', მალე კი ახალგაზრდულ კომადიაში '10 Things I Hate
About You'. ამ სურათებში მონაწილეობის შემდეგ ჰიტ ლეჯერმა გადაწყვიტა უარი
ეთქვა მოზარდების მომხბვლელი–კუმირის იმიჯზე და უფრო სერიოზული
წინადადებების განხილვა დაიწყო. 2000 წელს მან ერთერთი ცენტრალური როლი
მიიღო როლანდ ემერიხის ფილმში 'The Patriot', სადაც მან მელ გიფსონთან
ერთად ითამაშა. ამ სურათის შემდეგ ჰიტ ლეჯერი დააჯილდოვა «Blockbuster
Entertainment Award» საუკეთესო დებიუტანტის პრემიით და მსოფლიო პოპულარობა
მოიპოვა. მალე მან მონაწილეობა მიიღო რომანტიულ ფილმში 'A Knight's
Tale',სადაც მთავარი როლი შეასრულა და რომელსაც უზარმაზარი წარმატება
ჰქონდა მთელ მსოფლიოში, თვითონ ლეჯერი კი ნომინირებული იყო MTV პრემიაზე
კინოწლის საუკეთესო კოცნისთვის. მსახიობი ხელს მოაწერს სტუდია Miramax და
გააგრძელებს გადაღებებს ფილმში 'Monster's Ball', სადაც პატარა როლი
შეასრულა, რომელმაც 2002 წელს 'ოსკარის' პრემია მიიღო საუკეთესო
ოროგინალური სცენარისთვის. მომავალში ის მონაწილეობას მიიღებს რამოდენიმე
ფილმში' Four Feathers, The', 'Ned Kelly', და 'The Order', სადაც
შესრულებისთვის რთული და არაერთაზროვანი სახასიათო როლები ამოარჩია. 2005
წელს ჰიტ ლეჯერი თავისი სამსახიობო კარიერის მწვერვალზე აღმოჩნდა. ამ წელს
მან ოთხ ფილმში მიიღო მონაწილეობა, თან ეს როლები სრულიად განსხვავდებოა
ერთმანეთისგან, ეს იყო ფილმები: ტერი გილიამის 'The Brothers Grimm', სადაც
ერთერთი თაღლითი–ძმის როლი შეასრულა; სურათში 'Lords of Dogtown' –
გამუდმებით ნახევრად მთვრალისეფინგის ნივთების გამყიდვლის რილი; ყველაზე
არაერთაზროვნად მიიღეს გომოსექსუალისტი–კოვბოის როლი ენს ლის ფილმში
'Brokeback Mountain', სადაც ლეჯერმა შეადგინა სამსახიობო დუეტი ჯეიკ
ჯილენხოლთან. და კვლავ ფილმი მისი მონაწილეობით MTV პრემიით იყო აღნიშნული
როგორც წლის საუკეთესო, თმცა ამ ჯერად ორი შეყვარებული კავბოის კოცნისთვის.
'Brokeback Mountain' 'ოსკარის' სამი პრემია დაიმსახურა და 'ოთხი ოქროს
გლობუსი, ასევე მიიღო ვენეციური კინოფესტივალის პრიზი 'ოქროს ლომი'. ამ
ფილმების შემდეგ მსახიობი 'ოსარზე' იყო ნომინირებული და ასევე ბევს სხვა
კინოპრემიაზე. 2005 წლის ბოლოს კიდევ ერთი ფილმის პრემიერა შედგა ლეჯერის
მონაწილეობით – რომანტიული კოსტუმირებული კომედიის 'კაზინოვა', სადაც
მსახიობმა ცნობილი მაცდუნებელის ჯაკომო კაზანოვას როლი შეასრულა.
2006
წელს ლეჯერმა მონაწილეობა მიიღო ავსტრალიურ რომანტიულ დრამაში 'კენდი',
რომელმაც სამშობლოშიც და საერთაშორისო კინოფესტევალებზე აღიარება
დაიმსახურა. 2007 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი 'I'm Not There'
დამოუკიდებელი რეჟისორის ტოდ ხედსენის, ბიოგრაფიული დრამა, სადაც ჰიტ
ლეჯერმა ითამაშა ცნობილი მომღერლის ბობ დილანის ერთერთი ექვსი
იპოსტასიებიდან. 2007 წელს ასევე დასრულდა 'ბეტმანზე ფილმის გაგრძელების
'The Dark Knight' გადაღებები , სადაც ბოროტმოქმედი ჯოკერის როლი ჰიტ
ლეჯერმა შეასრულა. ჰიტ ლეჯერი ცნობილი იყო თავისი მრავალრიცხოვანი
რომანებით მსახიობებთან. 1997 წელს ის ლიზაზეინს ხვდებოდა(მსახიობი ბილი
ზინის დას). 2000 წელს – მსახიობს ხიზერ გრემს. 2002–2004 წლებში ჰიტს
ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ნაომი უოთსთან, რომელიც გაიცნო ერთერთი
ფილმის გადაღებებზე.
2004 წლის ზაფხულში კანადაში, 'კუზიანი მთის'
გადაღებებზე, ლეჯერმა გაიცნო მსახიობი მიშელ უილიამსი, რომელთანაც ერთად
სამი წელი იცხოვრა. 28 ოქტომბერს 2005 წელს მათ გაუჩნდათ ქალიშვილი მატილდა
როუზი. 2007 სექტემბერს წყვილმა განშორების შესახებ გამოაცხადა. სიცოცხლის
ბოლო წლებში მსახიობი ავსტრალიელ მოდელს და მსახიობს ჯემა უორდს ხვდებოდა.
22 იანვარს 2008 წელს 15:31 ლეჯერი გარდაცვლილი იპოვეს თავის ნიუ–იორკის
ბინაში მანხეტენზე.
ექსპერტიზამ სიკვდილის ზუსტი მიზეზები ვერ
დაადგინა, ამიტომაც საჭირო გახდა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, რომლის
პასუხების შემდეგ ლეჯერის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დასახელდა – მწვავე
ინტოქსიკაცია, რომელიც გამოიწვია ტკივილგამაყუჩებლების, საძილო საშალებების
და ანტიდეპრესანტების მიღებამ.
მსახიობს დეპრესია ჰქონდა, რომელიც
გამოიწვია მიშელ უილიამსთან დაშორებამ.
მსახიობის სხეული ავსტრალიაში
გადააგზავნეს. 2008 წლის თებერვალს ის სამშობლოში დაასაფლავეს, ქალაქ
პერტში.
ლეჯერთან დასამშვიდობებლად ათასამდე ადამიანი მოვიდა, მათ
რიცხვში ყოფილი საცოლეც იყო მიშელ უილიამსი, ასევე კეით ბლანშეტი.
ექიმ პარნასუსის
წარმოდგენარიუმი
ექიმი პარანსი – ადამიანი, რომელსაც შეუძია სხვა ადამიანებს
ხილვების მართვა. მთელ მსოფლიოში მოგზაურობისას თავის დასთან ერთად, ის
შოუს მაყურებლებს საშუალებას აძლევს ჯადოსნური სარკის დახმარებით რეალობის
მიღმა გადავიდნენ, ეს ნიჭი პარნასმა ეშმაკისგან მიიღო... მაგრამ ცოტათი
მოგვიანებით მოგზაური ცირკის უფროსი გაიცნობს უცნაურ ადამიანს, სახელად
ტონი, რომელიც მალებე დასს შეუერთდება. პარალელულ სამყაროებში
მოგზაურობისას, ტონი მთელი ძალებით სცდილობს ექიმის ქალიშვილს გადარჩენას,
რომელიც ეშმაკს ყავს გატაცებული...
ბეტმენი
წევს ფსონებს კრიმნალთან ბრძოლაში. ლეიტენანტ ჯიმ გორდონის დახმარებით ის
აპირებს გაწმიმნდოს ქუჩები კრიმინალისგან, რომელიც ქალაქს წამლავს.
თანამშრომლობა საკმაოდ ეფექტური გამოდგება, მაგრამ მალევე ისინი აღმოაჩენენ
თავს ქაოსის შორის, რომელიც კრიმინალურმა გენიოსმა წარმოქმნა, ადგილობრივი
მაცხოვრებლებისთვის ის ცნობილია ჯოკერის სახლით...
ის
არცერთ წესს არ ემორჩილებოდა... ის შექმნილი იყო იმისათვის რომ ისინი
დაარღვიოს... თავისი პატრონის დაღუპვის შემდეგ მისი მსახური უილიამი
სარისკო ავანტიურაზე წავა. ახალგაზრდა შეძლებს თავისი გვარის და მთელი
საგვარეულოს შეცვლას. ის წაუსდგება საზოგადოებას როგორც ახალგაზრდა რაინდი
ულირიხ ფონ ლიხტერშტეინი. ახალ ახალ ამპლუაში მას მოუწევს დაამტკიცოს
თავისი კეთილშობილური წარმოშვება რაინდულ ტურნირებზე მახვილით და ფარით.
სერ უილიამი სიმამაცე გაძლიერდა უთვალავ ბრძოლებში. მაგრამ ბოლო გამოცდის
სახით უდიდესი მარქვიის ცხელ გულს ვნებიანი სიყვარული ელოდება, რომელსაც
შეუძლია ყველაზე უშისარი მებრძოლის დამარცხებაც...
პირველად
ლეგენდარული კაზანოვა შეხვდა ღირსეულ მეტოქეს სასიყვარულო საქმეებში -
ვენეციელ ლამაზმანს ფრანჩესკას. ის შეძლებს ცნობილი მაცდუნებელის
მომხიბვლელობას არ დანებდეს... მას უწევს მთელი უამრავი ხერხების
გამოყენება, სიცოცხლის და რეპუტაციის რისკის ქვეშ დაყენება მის კეთილი
განწყობის მოსაპოვებლად...
კენდის,
ახალგაზრდა მომხიბვლელ მხატვარს, დენი, ნიჭიერი პოეტი შეუყვარდება. მათ
ერთმანეთთან სიყვარული ათრობს: ისინი გაუთავებელ სიამოვნებას ეძებენ. და
მათ ამაში ჰეროინი დაეხმარებათ... როდესაც ისინი ერთად არიან მომავლის არ
ეშინიათ. მაგრამ მალევე საყვარლებს ფული და ნარკოტიკები დაუმთავრდებათ.
კენდი მეძავეობას იწყებს. დენი მას ხელს არ უშლის ამაში, და თავისთვის
შეუმჩნევლად ისისნი თავისი სამოთხის საზღვრებსწ ტოვებენ...ჰეროინზე
დამოკიდებულება ძლიერდება, და ამ დროს კენდი და დენი გადაწყვეტენ
დაქორწინებას. კენდის მშობლები შოკში არიან. მათ თვალ წინ ქალიშვილი
უბსკრულისკენ მიექანება... გადიან დღეები და ღამეები... კენდისთვის და
დენისთვის სიყვარული განუწყვეტლივ უკავშირდება ნარკოტიკებს...
ვაიომინგის
თვალწარმტაცი გაშლილი სივრცის ფონზე ვითარდება ორი ახალგაზრდა ადამიანის -
მამულის მფლობელის დამხმარეს და როდეოს კავბოის რთული ურთიერთობის
მოხდენილი რომანტიკული ისტორია. სრულიად შემთხვევით ცხელ ზაფხულის დღეს
გმირები ერთმანეთს შეხვდებიან და მალევე მიხვდებიან, რომ აწი ერთმანეთის
გარეშე ერთ დღესაც ვერ გაძლებენ. ბედისწერა ჯიუტად მათი გრძნობის სიძლიერეს
გამოცდის. მაგრამ საერთო სიძნელეები მათ ურთიერთობას კიდევ უფრო ღრმა და
სათნოს ხდის...